Thursday, May 10, 2012





ნიუ იორკი - ნიუ იორკს მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებენ, თუმცა ის ამერიკის დედაქალაქიც კი არ არის. საინტერესოა რით დაიმსახურა მან ეს აღიარება. ნიუ იორკი მდინარე ჰუძონისა და ატლანტიკის ოკეანეს შორის მდებარე კუნძულებზეა გაშენებული. მისი უძველესი ნაწილი ნიუ იორკის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის- მანჰეტენის სამხრეთით მდებარეობს. ევროპიდან გადასახლებულმა ჰოლანდიელებმა აქ ახალი ამსტერდამი დაარსეს. შემდეგ ეს მიწემი ემიგრანტი ინგლისელების მფლობელობაში გადავიდა და სახელიც იორკის ჰერცოგის პატივსაცემად დაერქვა. ამ ორი სახელის შერწყმით წარმოიშვა ქალაქის დღევანდელი სახელი - ნიუ იორკი.








დაახლოებით იქ, სადაც ევროპელი ემიგრანტები პირველად ადგამდნენ ფეხს ამერიკის მიწაზე დღეს ნიუ იორკის და ამერიკის სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება დგას. 1886 წელს საფრანგეთმა ეს ქანდაკება საჩუქრად უძღვნა ამერიკას. მისი ავტორი ფრანგი მოქანდაკე ფედერიკ ოგიუსტ ბარტოლდია. დიდი ზომის და წონის გამო ქანდაკებას საგანგებო კონსტრუქცია დასჭირდა, რომელიც ოგიუსტ ეიფელის ნახაზებით ააგეს. ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი ათვალიერებს ოკეანის სანაპიროზე გაშლილი ქალაქის ხედს ქანდაკების გვირგვინში მოწყობილი დასათვალიერებელი ბაქნიდან.




ნიუ იორკის კიდევ ერთი სიმბოლო ვაშლია. გადმოცემის მიხედვით, პირველი ემიგრანტების მიერ დარგული ხეებიდან პირველმა სწორედ ვაშლის ხემ გამოიღო ნაყოფი, ამიტომაც ვაშლი ყველაზე წარმატებული ქალაქის სიმბოლო გახდა.
ხელსაყრელი მდებარეობის გამო ნიუ-იორკი მალევე გაიზარდა. მიწა აქ ძვირად ფასობდა, ამიტომაც XX ს-ის დასაწყისიდან ნიუ იორკში მრავალსართულიანი შენობების აგება დაიწყო, რომელთა მსგავსი იმ დროს არსად იყო. აქ მუშაობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. ლითონისა და მინის უზარმაზარმა კონსტრუქციებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერი.








მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის ცენტრალურ რაიონებში მაღალი ნაგებობებია ჩამწკრივებული, მის ქუჩებს არ დაუკარგავს სიმყუდროვე. ცათამბჯენების ინდივიდუალობას განსხვავებული მასალის, ფერის, ფაქტურის გამოყენება განაპირობებს. ღამით გაჩირაღდნებული ქალაქის ქუჩები ისეთივე ხალხმრავალი და მიმზიდველია, როგორც დღისით.






ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ცნობილი MoMA მდებარეობს. ამ მუზეუმის მესვეურებმა მიზნად დაისახეს, შეექმნათ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე სრული კოლექცია და 1928 წელს დაარსეს მუზეუმი. მის კოლექციაში თანამედროვე ხელოვნების აღასობით ცნობილი ნაწარმია თავმოყრილი. თანდათან ნიუ იორკი თანამედროვე ხელოვნების ცენტრად იქცა, რაშიც ამ მუზეუმს დიდი წვლილი მიუძღვის.



რაიონები და უბნები



ნიუ-იორკი ხუთი რაიონისგან შედგება. თავად რაიონი ასობით უბნად იყოფა, რომელთა შორის მრავალს საკუთარი განსაკუთრებული ისტორია და ხასიათი გააჩნია.



yvelaze didi raioni aris  manheteni . is ქალაქის ბიზნესისა და კულტურის ცენტრია, და ამგვარად ყველაზე ურბანულია. ის ასევე ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქის განთქმული ცათამბჯენების უმრავლესობა. ეს რაიონი იყოფა დაუნთაუნმიდთაუნ და აპთაუნ რეგიონებად.



Semdegi aris bronqsi .ცნობილი, როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის დაბადების ადგილი და ნიუ-იორკის იანკების გუნდის ბინა. აქ კომპაქტურად არიან დასახლებული ქალაქის რასობრივი უმცირესობები, განსაკუთრებით კი ლათინელები და შავკანიანები. მცირე კუნძულების გამოკლებით ბრონქსი ქალაქის ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს.


ბრუკლინი  ამერიკის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი იმიგრანტით ვინემ ნებისმიერ სხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია შენარჩუნებული ძლიერი ნაციონალური კულტურებით. რაიონში თანამედროვე ბიზნეს კვარტალთან ერთად დიდი ისტორიული რეზიდენციული უბნებიცაა, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ასევე გრძელი ოკეანის სანაპირო და კონი-აილენდი (კუნძული კონი) აქვს, რომელიც განთქმულია ერთ-ერთი უძველესი მასობრივი გართობის პარკით. ქალაქის იტალიელ, რუს და ჩინელ იმიგრანტთა უმრავლესობა სწორედ ამ უბანზე მოდის.

es ki quinzi  gaxlavT გეოგრაფიულად ყველაზე დიდი რაიონი. აქ მდებარეობს შის სტადიონიდა ნიუ-იორკ მეტსი; რეგიონის სამი ძირითადი აეროპორტიდან ორი (ლაგუარდია და ჯონ კენედის აეროპორტები); აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი, სადაც იმართება აშშ-ის ყოველწლიური ღია ჩემპიონატი.


da bolos სტეიტენ-აილენდი -  ყველაზე წყნარი და საგარეუბნო ხასიათის რაიონია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ინტეგრირებული ხდება ქალაქის სხვა რაიონებთან 1964 წელს ვერაზანო-ნეროუს ხიდის გახსნიდან. 2001 წლამდე აქ მდებარეობდა მსოფლიოში უდიდესი ნაგავსაყრელი, რაც ამ რაიონს საკმაოდ არამომხიბლავს ქმნიდა საცხოვრებლად.